weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

2019 წლიდან მესაზღვრეებს ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ –  მამუკა ბახტაძე

14:42 ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ. ბახტაძის თქმით, ეს დაახლოებით 2900 მოსამსახურეა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მომავალი ორი წლის განმავლობაში ხელფასი სამხედრო მოსამსახურეებსაც გაეზრდებათ.

„2016 წლიდან შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი სოციალური მხარდაჭერის ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 2019-2020 წლებში 7526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება.

მინდა შეგახსენოთ, რომ ამავე დროს, 2018 წლის ზაფხულიდან შსს-ს თანამშრომლებს, თითქმის 14 ათას მოქალაქეს გაეზარდა ხელფასი. ეს პროცესი გაგრძელდება. 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ ასევე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს. ეს არის დაახლოებით 2900 მოსამსახურე. პირველი იანვრიდან იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებისთვის ხელფასების ზრდაც. ამავე დროს მოხდება ხელფასის ზრდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვისაც“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]